ქალაქ დუშეთის საინფორმაციო-შემეცნებით პორტალი. ყველანაირი სიახლე ერთ სივრცეში!

როგორი იქნება დუშეთი რეაბილიტაციის შემდეგ

08 სექ 2022
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მაისში დასრულდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შალვა ინაშვილის თქმით, პირველი ეტაპი ე.წ. ბულვარისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციას გულისხმობს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
“დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ისტორიული სკვერის, ე.წ. ბულვარისა და ეკლესიის რეაბილიტაციას. ასევე, გზებზე ფილების დაგებას, განათების 160 ლამპიონის დამონტაჟებას და ა.შ. პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადა არის 25 მაისი, თუმცა შეიძლება თარიღი შეიცვალოს. გააჩნია, დროში რამდენად მოესწრება“, – აღნიშნავს ინაშვილი.
რაც შეეხება მეორე ეტაპს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე 40 სახლის რეაბილიტაციას გულისხმობს, შალვა ინაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ტენდერი მაისში გამოცხადდება და სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია გამოვლინდება.
“ჩვენ პროექტის დონეზე ყველა ეტაპი გავლილი გვაქვს. ბულვარის მიმდებარედ 40 სახლია, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსები აქვთ მინიჭებული და სწორედ მათი რეაბილიტაცია დაიწყება. მსოფლიო ბანკს ველოდებით. შემდეგ უკვე მუნიციპალური განვითრების ფონდი ტენდერის გამოაცხადებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია რომ გამოვლინდება, მეორე ეტაპიც დაიწყება. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მუნიციპალურ ფონდთან და სავარაუდოდ, მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყება მაისში უკვე შესაძლებელი იქნება“, – განმარტავს ინაშვილი

179

მსგავსი სიახლეები:

COMUS-ის პროგრამა დუშეთში

COMUS-ის პროგრამა დუშეთში

დუშეთისთვის ისტორიული ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, ერთობლივად ხორციელდება
დუშეთის შესახებ

დუშეთის შესახებ

ქ.დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი პატარა ქალაქია, რომელიც ძირითადად მე-19 საუკუნეში განვითარდა რუსეთისკენ მიმავალ სამხედრო გზაზე
დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი

დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი

მდებარეობა:  ქ.დუშეთი, სტალინის ქუჩა
ხედზე - Khedze

ხედზე - Khedze

სასიამოვნო დღეების, კარგი შთაბეჭდილებების და მყუდრო დასვენებისთვის "ხედზე Khedze" -ის კარი ღიაა. კავკასიონის ულამაზესი ხედებით და ბაზალეთის ტბის დაუვიწყარი
მზიანი - Sunny

მზიანი - Sunny

მდებარეობა: დუშეთი,მცხეთა მთიანეთის რეგიონი,ბაზალეთის ტბის მიმდებარედ,მზით და სიყვარულით სავსე ქოხი,ადგილი სადაც შეძლებთ დროის მშვიდად გატარებას და დასვენებას.

კომენტარის დაწერა

თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:
შეიყვანეთ ორი სიტყვა ფოტოდან: *
სოციალური ქსელი
soc soc soc soc
VIP განცხადებები
ავტორიზაცია